ქურთისტანის პრემიერი თურქეთს მადლობას უხდის

თურქული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის პრემიერ-მინისტრი თურქეთის ხელისუფლებას მადლობას უხდის.

ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის პრემიერ-მინისტრი,  ნეჩირვან ბარზანი, ერაყში და ქურთისტანში მომხდარი  მიწისძვრის  შემდეგ თურქეთის პოზიციის გამო ანკარას მადლობას უხდის.

„თურქეთიდან გუშინ საღამოს დაგვიკავშირდნენ, ჰაბურის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დახმარებები ჩამოიტანეს. მათ ამ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი,, განაცხადა ბარზანიმ.

ერაყში გუშინ მომხდარი 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად წინასწარი მონაცემებით ქალაქ, სულეიმანიეში 7, ხოლო ირანში 328 ადამიანი დაიღუპა, 2500-ზე მეტი კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში ,,შავი პარასკევი,, ნაადრევად დაიწყო
შემდეგი სტატიასლოვენიამ ახალი პრეზიდენტი აირჩია