ქურთებმა თურქების სატანკო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს

ქურთებმა თურქების სატანკო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს

11ჩრდილოეთ სირიაში ქურთმა ბოევიკებმა სამხედრო დაჯგუფებიდან “ჯარაბლუსის სამხედრო საბჭო”, თურქების სატანკო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც დღეს თელ-ამარნას დასახლებული პუნქტისკენ მიემართებოდა – ამის შესახებ  ინფორმაციას Al Mayadeen-ი ავრცელებს.
დღესვე, ქურთების თავდასხმამდე თურქულმა არტილერიამ და საჰაერო სამხედრო ძალებმა ტელ-ამარნეში მოქმედი ბოევიკები დაცხრილეს, რომლის შედეგადაც მშვიდობიან მოქალაქეებშიც არის მსხვერპლი – ქურთული სააგენტო Firat-ი ავრცელებს.
თელ-ამარნა ჯარაბლუსიდან, რომელსაც 24 აგვისტოდან თურქები აკონტროლებენ, 8 კილომეტრში მდებარეობს.
Hurriyet Daily News-ის ცნობით, ანკარას ოპერაციაში სირიაში “ევფრატის ფარი”, 200 სამხედრო მოსამსახურე და 150 სპეცრაზმელი მონაწილეობს.

banner
წინა სტატიაშისომხეთში აშშ-ს თხოვნით რუსი იარაღით მოვაჭრე დააკავეს
შემდეგი სტატიაბელგიური მედია ქვეყანაში დაგეგმილ ტერაქტზე საუბრობს