ქურდობა მოხდა ქუთაისში – ჭავჭავაძის ქუჩაზე მცხოვრები ჯუღელების ბინიდან ძვირფასეულობა მოიპარეს.
ქურდობის შესახებ სამართალდამცველებს მეზობლებმა შეატყობინეს, რომლებსაც დილით რკინის კარი გატეხილი დახვდათ. ბინის მეპატრონე ქალაქში არ იმყოფებოდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მომხდარს პოლიცია იძიებს.