ქურდობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – სოფელ შაშიანში “tbc pay”- ის აპარატი გატეხეს

Crime Scene

ქურდობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში – ერთ-ერთი ადგილობრივის სუპერმარკეტში “tbc pay”- ის აპარატი გატეხეს და ფული მოიპარეს.

შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა, თუმცა მაღაზიის მფლობელმა ამის შესახებ დღეს დილით შეიტყო, როცა ადგილზე მისულს შენობის კარი და გისოსი გატეხილი დახვდა. რა რაოდენობის თანხაა წაღებული, ჯერ- ჯერობით დადგენილი არ არის.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. შსს- ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.

დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის სამი თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიაკიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე – წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა