,,ქურდები ყველა გადაყარა ჭორვილელმა თხა-ეშმაკამ “- ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ყოფილ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებამდე “ქურდებთან” თანამშრომლობდა და მათ “კრიმინალურ ელემენტთა მხარდაჭერის ორგანიზებას” სთხოვდა. სანაცვლოდ კი პირდებოდა, რომ ისინი საქართველოში თავისუფლად შემოვიდოდნენ.

“ქურდებმა ულტიმატუმი კი არ წაუყენეს, თვითონ ივანიშვილი ეხვეწებოდა მათ ქუჩიდან კრიმინალურ ელემენტთა მხარდაჭერის ორგანიზებას, როგორც წესი ისინი მუდმივად აკონტროლებენ 15-17 პროცენტ ე.წ შპანას. ამ მიზნით 2012 წლის შუალედში ივანიშვილმა, მილანში, ქურდებთან შესახვედრად მიავლინა ცნობილი კრიმინალთა აღზრდილი კახი კალაძე.შეხვედრის ნაწილი გაგრძელდა საფრანგეთის ქალაქ კანშიც. მოილაპარაკეს ,რომ მხარდაჭერის სანაცვლოდ გაუქმდებოდა ანტიქურდული შეზღუდვები კანონში და ისინი თავისუფლად შემოვიდოდნენ საქართველოში, მაგრამ პირველი ოთხი წელი ქურდობა ჩვენს ქვეყანაში საერთოდ აიკრძალებოდა და მას გააკონტროლებდა ქურდული ზედაფენა. მოკლედ შედგა გარიგება, მთელი კრიმინალიტეტი დარბოდა შინ და გარეთ ბიძინას გასამარჯვებლად,გაიმარჯვეს კიდევ, მაგრამ ქურდები ყველა გადაყარა ჭორვილელმა თხა-ეშმაკამ. ასე იყო ეს ამბავი. ბატონი ქურდები იმედია კიდევ არ მოატყუებინებენ თავს სხვა პოლიტ თაღლითებსაც, სხვა დროებში მაინც”, – წერს შალვა ნათელაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთის პოლიციაში ხუთმა ადგილობრივმა მოქალაქემ იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა
შემდეგი სტატიაბარათაშვილის ქუჩიდან და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები გაიყვანეს