ქუმსიშვილმა ლარის გაუფასურებაზე კომენტარი არ გააკეთა

პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკანონმდებლო ორგანო ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

ვიდრე ქუმსიშვილი პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე ფრაქციების კითხვებს პასუხობდა, ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა და ის 2.69 თეთრი გახდა.

ჟურნალისტების კითხვას ეროვნული ვალუტის ყოველდღიურ გაუფასურებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ არ უპასუხა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე შეთანხმება შედგა
შემდეგი სტატია(video) იმ სვანმა ქალმა ხურდის ბღუჯა რომ ამოიღო, ქუმსიშვილს ჯიბეში შვეიცარიის ბანკის მილიონიანი ბარათი ედო-ნათელაშვილი