ქუმსიშვილის შემდეგ ენგურჰესს აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრი სტუმრობდა

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კობე 23 თებერვალს ეგურჰესს ესტუმრა – ამის შესახებ კობე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს: “დღეს მშვენიერი დღე იყო. ჩვენმა კოლექტივმა ჰიდრომშენებლობის უნიკალური ქმნილება, კავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, ენგურჰესი მოინახულა, ჩვენ საშუალება გვქონდა “სადგურის გულს” ვსტურებოდით, მისი თავისებურებებს გავცნობოდით და მის თანამშრომლებს გავსაუბრებოდით. ეს შესანიშნავი იყო” – წერს აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრი.

რამდენიმე დღის წინ კი პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა გალის რაიონის სოფელ საბერიოში „ენგურჰესის“ ელექტროსადგური და სხვა ენერგო და ჰიდრონაგებობები.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის პოლიციამ ქართველებს და უკრაინელებს ესროლა-video
შემდეგი სტატიაპარლამენტმა მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა