დიმიტრი ქუმსიშვილი-რეზერვების ინტერვენცია არის ერთადერთი ინსტრუმენტი

qumsishviliეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, თქმით, ეკონომიკაში 2 დიდი პრობლემა არსებობს და ეს არის დოლარიზაციის და ფასების ზრდის პრობლემა.ამის შესახებ განცხადება ქუმსიშვილმა გადაცემაში არჩევანის პირდაპირ ეთერში საუბრისას გააკეთა და დასძინა, რომ ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

“ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა არის დოლარიზაციის ის მოცულობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ეკონომიკაში. შესაბამისად, ეს ყველაზე მძიმედ აისახება იმ მოსახლეობაზე, ვისაც სესხები ვალუტაში აქვს აღებული და ეს პრობლემა აუცილებლად უნდა იქნას მოგვარებული. ეს პროცესები ასევე მოქმედებს ფასების ზრდაზე, რომელიც მოსაგვარებელია,” – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, განცხადებით, სახელმწიფოს ლარის დევალვაციის წინააღმდეგ მოკლევადიან პერიოდში ერთადერთი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ინტერვენციაა.
„ეროვნულმა ბანკმა ბოლო დღეებში გაყიდა 20-20 მილიონი დოლარი და ეს არის პასუხი მოკლევადიან პერიოდში ვითარების დასტაბილურების კუთხით. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოში მოკლევადიან პერიოდში არსებობს. მეტი სხვა ინსტრუმენტი არ არსებობს,“ – აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.

ეკონომიკის მინისტრმა გადაცემა არჩევანში ლარის გაუფასურებასა და ხელისუფლების მხრიდან მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა.
“ჩვენ არ ვართ კუნძული მსოფლიოში, ეს არის ურთიერთდამოკიდებული სისტემები და, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, ეკონომიკა იზრდება გარკვეული ტენდეციებით და შესაბამისი ქმედებებით. ინვესტიციები შემოდის საქართევლში, ეს ინფორმაცია საჯაროა და ამის გადამოწმება შეუძლია ნებისმიერს. ყველაზე დიდი უბედურება, რაც ჩვენ გვჭირს, არის ის, რომ დანაზოგები გვაქვს დოლარში და შესაბამისად, სესხებიც დოლარში გვაქვს გაცემული,” – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ყოველთვის განზე იდგა – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაყველაფერი, რაზეც ინტერესი იყო, გავყიდეთ