ქსენია სობჩაკმა პუტინის მიმართვის პაროდია შეასრულა… (VIDEO)

ანატოლი სობჩაკის ქალიშვილმა და რუსული ოპოზიციური ტელეარხ ,,დოჟდის,, ცნობილმა ტელეწამყვანმა – ქსენია სობჩაკმა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ფედერალური სობრანიეს მიმართ გაკეთებული ბოლო მიმართვის პაროდია შეასრულა…

ვიდეოზე, სადაც პუტინის როლში ქსენია სობჩაკი გვევლინება, მიმართვის ტექსტში სატირული ტონით გაქილიკებულია პუტინის საგარეო და საშინაო პოლიტიკა…

,,პატივცემულო სობრანიის წევრებო და დუმის დეპუტატებო! თანამოქალაქენო! მე, ვლადიმერ პუტინი,  დღეს  დავინდობ თქვენს შარდის ბუშტებს და შარშანდელივით გრძელი სიტყვით არ დაგტანჯავთ… მოკლედ გეტყვით! ერთი წლის უკან, მე ბევრი ვისაუბრე უკრაინაზე… წელს კი მინდა რუსული სამყაროს სხვა ნაწილზე გესაუბროთ… სახელდობრ სირიაზე… გთავაზობთ სირია შევუერთოთ ჩეჩნეთს… ასე ვთქვათ მის მშობლიურ ნავსაყუდელს… თურქეთის შემოერთებას ჯერ არ ვაპირებთ, თუმცა თუ ერდოღანი აზრზე არ მოვა, მას ალაჰის გარდა კადიროვიც დასჯის, ეს კი – გაცილებით საშიშია…,, აცხადებს თავისი მიმართვის შესავალში, პუტინის როლში შესული ქსენია სობჩაკი.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიბუდისტმა ბერებმა დამკრძალავ კონკურსზე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს
შემდეგი სტატია,,ეხო მოსკვის,, ცნობილი ჟურნალისტი კრემლის ჯაშუში აღმოჩნდა…