ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს კორუფციასთან აქტიურ ბრძოლას, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი გვენეტაძე.  ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარის გადახდა. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი 150 ლარი. დაკავებისას გიორგი გვენეტაძე შეეცადა გაქცევას და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დაჯახება/დაზიანებას, რაც თავიდან იქნა აცილებული, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
banner
წინა სტატიაშილადო პაპავა – ძალოვანმა და სხვა სტრუქტურებმა თსუ-ში ბინძური თამაში წამოიწყეს
შემდეგი სტატიალადო პაპავა – აღმოჩნდა, რომ თურმე უნივერსიტეტში პაპავას პრობლემა იყო და არა ”ოდეერების”