ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის – ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის – ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, მის სამოქმედო არეალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სატყეო უბანზე, უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით ხის სამასალე მორები და ქრთამის სანაცვლოდ, თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთერთი მოქალაქისთვის.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 – ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.” ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში​საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით დღეს ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვებას ადვოკატები დღეს სააპელაციოში გაასაჩივრებენ