ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან, მისცა უფლება უკანონოდ მოეპოვებინა ხე-ტყის მასალა ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე და შემდგომში, საკუთარ თავზე აიღო უკანონოდ მოპოვებული მასალის ტრანსპორტირება. აღნიშნულისთვის დაკავებულმა ქრთამის სახით მოითხოვა 4 500 ლარი, ხოლო წინასწარ აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გავანადგურებთ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს ზიანი მოგვაყენოს”
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა