(video) „ქრონიკა +“-ის რედაქტორი განცხადებას ავრცელებს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

„ქრონიკა +“-ის რედაქტორის განცხადებით, მიმდინარე წლის 17 მაისს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან ლგბტ ჯგუფების მობილიზება იგეგმება, პარალელურად კი სამების საკათედრო ტაძართან საპირისპირო მხარე შეიკრიბება, მისი აზრით ეს შესაძლოა სერიოზული შეტაკების მიზეზი გახდეს:qronika+

„მსურს პრევენციის სახით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, რაც 17 მაისს იგეგმება. 17 მაისს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან იგეგემება და ეს არის პროვოკაცია, ლგბტ თემის გარკვეული წარმომადგენლების მობილიზაცია, მეორეს მხრივ სამების საკათედრო ტაძართან ადამიანების მობილიზება, რომლებიც იქნებიან საწინააღმდეგო მხარეს. თუ ეს იქნება უმართავი და კრიტიკული მასა, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება იყოს ძალიან მძიმე შედეგებით შეტაკება.

მე მოვუწოდებ საქართველოს მთავარ პროკურატურას, უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეს, ძალიან მნიშვნელოვანი პროვოკაცია მზადდება ქვეყნის დედაქალაქში და მზადდება ერთადერთი მიზნით, ქვეყანა ადგას ევროინტეგრაციის გზას, ქვეყანას წინ ელოდება ვიზალიბერალიზაცია და რუსეთის პრესსამსახურების მუშაობა გაცილებით გამკაცრებულია“, – განაცხადა ელისო კილაძემ.

https://youtu.be/VCdXAJYxOpQ

 

banner
წინა სტატიაში“უახლოეს მომავალში ველოდებით საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შემოღებას”
შემდეგი სტატია“კარასინს პრაღაში უნდა გასცემოდა ის პასუხი, რისი გაკეთებაც აბაშიძის ხელმძღვანელს მოუხდა”