“ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა საქართველოს პროკურატურაში სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა

“ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა საქართველოს პროკურატურაში სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების და სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.
კონკრეტულად, სოსო გოგაშვილის მეუღლემ თეა მარტყოფლიშვილმა თბილისში, სექტორი ვაკე ,კვარტალი 16 შეიძინა არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა 250 კვ/ მ.ამ სექტორში მიწის საშუალო ღირებულება მერყეობს 200 -300 $ ის ფარგლებში,სოსო გოგაშვილს 2016 წლის დეკლარაციაში მითითებული აქვს რომ მისი მეუღლე მუშაობს შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე და მას ნაღდი ფულის სახით აქვს 25 000 ლარი.შესაბამისად, მნიშვნელოვანია თეა მარტყოფლიშვილმა პასუხი გასცეს კითხვას, რა სახსრებით შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი.
მეორე ფაქტი სოსო გოგაშვილის ქალიშვილის სახელზე გაფორმებულ მშენებარე ბინას ეხება . ნინო გოგაშვილი,მამის 2015 წლის დეკლარაციის მიხედვით მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალურ ინსპექციაში მთავარ სპეციალისტად და მისი წლიური ანაზღაურება შეადგენს 16352 ,50 ლარს. ნინო გოგაშვილის სახელზე რეგისტრირებულია თბილისში ცაგარელის # 82-ში მიწის ნაკვეთი 1026 კვ/მ, შენობა ნაგებობებით საერთო ფართი 6731 კვ/მ .მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 4164.9 კვ/მ, კომერციული ფართობი 370.6 კვ/მ, საზაფხულო ფართობი 736.9 კვ/მ ავტოსადგომის ფართობი 995.5 კვ/მ. ამავე სახლში სოსო გოგაშვილის ცოლისდის ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე ორი ბინაა რეგისტრირებული ( #6 და #6 ა )
„ქრონიკა +“-ის მიერ მოკვლეული ფაქტობრივი მასალების მიხედვით შესაძლოა სუსის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და უფლებამოსილების გადამეტებას,ამიტომ მნიშვნელოვანია ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და დადგინდეს შეძენილი ქონებების თანხის წარმომავლობა,რადგან არც ერთ ქონებაზე საბანკო სესხი და იპოთეკა გაფორმებული არ არის,-აცხადებს ელისო კილაძე

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” კონსტიტუციის დასაცავად აქციები ქუთაისში,ზუგდიდსა და ბათუმში გამართა
შემდეგი სტატია“ენმ” ოთარ ფარცხალაძის წინასწარ პატიმრობას ითხოვს