ქრისტინ მუტონენი : მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დემოკრატიულ პროცესში

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები დემოკრატიის კარგი მაგალითი იყო, – ამის შესახებ ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ქრისტინ მუტონენმა განაცხადა.

მისი თქმით, დემოკრატია მუშა პროცესია და ყველა ქვეყანამ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გააგრძელოს.

„მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ დემოკრატიულ პროცესში. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი კარგი ნიშანი იყო ჩვენი წევრი ქვეყნებისთვის, რომ გვეჩვენებინა, როგორ შეგვიძლია ერთად მუშაობა, მაშინაც კი, როდესაც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს და წარმოვადგენთ სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა პარტიას და სხვადახვა რეგიონს“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქრისტინ მუტონენმა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი : ვრჩები ეუთო-ს ვიცე-პრეზიდენტად, მინდა, ეს ბერკეტი ჩემი ქვეყნისთვის გამოვიყენო
შემდეგი სტატიაოთარ დანელია იუნესკოს წყლის ინსტიტუტის რექტორს შეხვდა