ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებულ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებთ – კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” ვალდებულია, ქორწინება კონსტიტუციით განსაზღვროს, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, “ქართული ოცნება” აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას ამომრჩეველს ჰპირდებოდა.

“წინასაარჩევნოდ საზოგადოებას დავპირდით, რომ ამ საკითხს აუცილებლად ჩავწერდით კონსტიტუციაში და განვსაზღვრავდით, რა არის ქორწინება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვალდებული ვართ შევასრულოთ ჩვენი დაპირება. იმ დაპირებას, რომელიც გვაქვს, აუცილებლად შევასრულებთ”, – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაპირისპირება მერიასთან – ნიკა მელია ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორი საგანგებო ბრიფინგს გამართავს