„ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” მიმდინარეობს

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭირაქაძემ კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა, დღეს საუბარი იქნება იმ საკითხებსა და იმ პრობლემებზე, რაც ბიზნესში არსებობს.

„ვისაუბრებთ არასებულ ვითარებაზე, ეკონომიკურ მიღწევებზე. ამ შემთხვევაში მე ბიძინა ივანიშვილს ვიყურებ, როგორც ყველაზე მსხვილ ბიზნესმენს ქვეყანაში. პრობლემებიდან გამოვყოფ ტურიზმს. ჩვენ ვისაუბრებთ, ასევე ლარის კურსზეც. აქ არიან ექსპერტები, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ დიდი ხანია, გვქონდა საუბარი, რომ ჩატარებულიყო ასეთი კონფერენცია, მოლაპარკება გვქონდა ორგანიზაცია „მოქალაქესთან“ და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრა“, – აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.

როგორც ეკონომიკის ექსპერტმა ლევან კალანდაძემ განაცხადა, კონფერენციაზე განიხილება ყველა ის საკითხი, რაც უკავშირდება საქართველოს ეკონომიკას.

„ბუნებრივია, იქნება საუბარი ლარის სტაბილურობაზე, დედოლარიზალიაციაზე, აქცენტები გაკეთდება ბიზნესში არსებულ ვითარებაზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე“, – აღნიშნა კალანდაძემ.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” და პარტნიორი ორგანიზაციები.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრებიც.

banner
წინა სტატიაშირომმა და ტურინმა “ხუთ ვარსკვლავიანი” მერები მიიღეს
შემდეგი სტატიასასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი “ბიზნესკურიერის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს