ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გამოძიება დაიწყო

Crime Scene

ქობულეთში გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა ქობულეთში, აღმაშებელის გამზირზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, სადაც დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია ერთი პირი.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო ლეოგრანდთან მოქალაქეები ყვავილებს ტოვებენ
შემდეგი სტატიაძარცვის ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა