ქინძმარაულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. როგირც ”თაიმერს” სასწრაფო სამედიცნო დახმარების ცენტრშუ უთხრეს, აფეთქების შედეგად ორმა ადამიანმა სხეულის დამწვრობა მიიღო და ისინი დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილები. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გაზგასამართ სადგურზე აფეთქდა ხელსაწყო, რომელშიც წნევა გროვდება. ადგულზე მობილიზებული იყო ხუთამდე სახანძრო ბრიგადა. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად შეძლეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაიტალიის ქალაქი პეზარო ოსი მხატვარების ნამუშევართა გამოფენას მასპინძლობს