ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილს მიმართავს

“მართალი ყოფილა ახალი საუკუნის ქართული ანდაზა: ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაიონალი არის ყველა ვინც ცხოვრობს წესით: ხელისუფლებისთვის და ფულის საშოვნელად ყველაფერი მოსულა. ამას წარსული დავიწყებია და აუცილებლად შევახსენებ. იმდენი არ ქნას უსახლკაროდ დარჩეს. მაესტროს ამბები რომ წამოიწყეს, მგონი 2012 იყო, იმის შემდეგ ურთიერთობა არ მქონია , ვფიქრობდი რომ მიშასთან შეთანხმებით მუშაობდა, მაგრამ მაინც ბოლომდე არ მეჯერა. ახლა დავიჯერე. მაინც მეცოდება, გავაფრთხილებ: მიშასთან თამაში საშიშია”-წერს ქიბარ ხალვაში “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ  ტელეკომპანია “რუსთავი2”-მა გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშის საკუთრება არასდროს ყოფილა. სკანდალური დოკუმეტი  2010 წელს არის შედგენილი .

dokumenti____________________________________________________________

დოკუმენტის შინაარსი სრულად :

შეთანხმება ქ.ბერლინი                                                                               4 თებერვალი

2010წ. ერთის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი (დაბ. 06.11.1973 მის C/o Thierry Levy, 92 Rue de Vatenne, 75007 Paris, France) და მეორეს მხრივ, ქიბარ ხალვაში (დაბ. 20.05.1963 მის. C/o Giorgobiani, waltoper platz8, 12207 Berlin, Germany) წინამდებარე შეთანხმების გაფორმებით ადასტურებენ ადრე დადებულ ზეპირ შეთანხმებებს, რომლებიც დროდადრო იდებოდა მხარეებს შორის. კერძოდ:

1. მხარეები ადასტურებენ, რომ გასულ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისაგან მიიღო 7 700 000 ( შვიდი მილიონ შვიდასი ათასი) ამერიკული დოლარი სესხის სახით. ზემოაღნიშნული დასტურად ქიბარ ხალვაში თანხმდება, რომ აღნიშნულ თანხას წლიური 10%-იან სარგებელთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილს სრულად უკან დაუბრუნებს ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს 2015 წლის 1-ლი იანვრისა (არაუმეტეს 1 540 000 ამერიკული დოლარისა ყოველწლიურად. პლიუს ზემოაღნიშნული პროცენტის დამატებით, პროცენტის რაოდენობა აითვლება 2008 წლის 4 თებერვლიდან და გამოითვლება სრული თანხიდან)

2. მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით (აგრეთვე ამ უკანასკნელის საკუთრებაში და კონტროლქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით) შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის 100%-იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის” შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე,” მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, “რუსთავი 2-ის” მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს “რუსთავი 2-თან” დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე. ქიბარ ხალვაში წინამდებარე პუნქტის დარღვევის ან სადაოდ გახდის შემთხვევაში ვალდებულებას იღებს ირაკლი ოქრუაშვილს კომპენსაციის (ჯარიმის) სახით გადაუხადოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ამერიკული დოლარი.

3. ამ შეთანხმების ირგვლივ წარმოქმნილი დავების შესახებ სასამართლოების იურისდიქციის (ნებისმიერი ქვეყნის ჩათვლით) არჩევის უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაშის მიერ დავის ინიცირებისას, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იურისდიქციის არჩევნებზე უარის თქმის შემთხვევაში (შეტყობინებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ) იურისდიქციად განისაზღვრება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო ქ. პარიზში (არბიტრაჟის პროცედურები წარმოებს International Chamber of Commerce წესების შესაბამისად)

4. ყოველგვარი შეტყობინებებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ შემთხვევაში მითითებული მისამართები.

5. შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე სამი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად.

 

 

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაშის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატია“პარტიზანი მებაღეები” დღეს მერიაში პეტიციას შეიტანენ