ქეთევან ციხელაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის სარგებელი მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის.

„უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, საქართველოს პასპორტის მქონე პირებისთვის,”-აცხადებს ციხელაშვილი და განმარტავს, რომ ხელისუფლების ამოცანაა  საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისთვის.

banner
წინა სტატიაშიგილოცავთ! ეს ნამდვილად ისტორიული დღეა!
შემდეგი სტატიადღეს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო ევროპარლამენტმა