ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს დემოკრატიაზე მომხსენებელთა ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმრებს ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ის ნაბიჯები გააცნო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 22 თებერვლიდან დღემდე ამ მიმართულებით გადადგა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, იმ გამოწვევებსა და სირთულეებს, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ყოველდღიურად ექმნებათ.

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ამ დღეების განმავლობაში და უშუალოდ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ხელთ არსებულ აბსოლუტურად ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რაც არის საჭირო, რომ მოხდეს ადეკვატური რეაგირება უშუალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა ინსტრუმენტში იგულისხმება, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფორმატში რუსეთთან და საერთაშორისო თანამეგობრობის ხაზით მუშაობა”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრ ლუკაშენკომ გიორგი მარგველაშვილს ტრაქტორი აჩუქა
შემდეგი სტატიამთავარი კრიტერიუმი კვალიფიკაცია უნდა იყოს, მაგრამ ყველა ვხედავთ, რომ პოლიტიკურ სარბიელზე მამაკაცები დომინირებენ