ქედაში მაშველები დაკარგულ ჰოლანდიელ მამაკაცს ეძებენ

ქედაში მაშველები დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. 67 წლის ჰოლანდიელი მამაკაცი, რომელიც ქედაში, მახუნცეთის თაღოვან ხიდთან, ტურისტული მარშრუტით იმყოფებოდა, წყალში გადავარდა.

ჰოლანდიელი ტურისტი, მახუნცეთის თაღოვან ხიდთან, მდინარეში აჭარის წყლის სანაპიროსთან ჩავიდა “სელფის” გადასაღებად, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

დაკარგულ მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლეც. სამაშველო სამსახური უკვე ორი საათია ჩართულია სამძებრო სამუშაოებში. მუშაობა ადიდებული და ამღვრეული მდინარის პირობებში გართულებულია.

შსს აცხადებენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი: მსურს, ვიმეგობრო თქვენს ქვეყანასა და მის ძვირფას ხალხთან
შემდეგი სტატიაგურჯაანში “რესპუბლიკური პარტია” 10-მდე წევრმა დატოვა