ქედაში 11 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

ქედაში 11 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

დამეწყრილი ტერიტორიის მიწის მასისგან გაწმენდა სველი ნიადაგის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. 3-დღიანი უხვი ნალექის შედეგად, მეწყერი ქედაში 11 ადგილას განვითარდა. 10 სოფლის მიმართულებით გზები უკვე აღდგენილია.

მეწყერმა საფრთხე შეუქმნა სოფელ გულებში დიასამიძეების საცხოვრებელ სახლს,ოჯახი მეორე დღეა თავს ნაეთსავებს აფარებს.

აჭარის მთავრობის აპარატის ინფორმაციით, სტიქიის ზონებში სალიკვიდაციო სამუშაოებს აჭარის საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ასრულებენ, რომლებიც ასევე სამუშაოების პარალელურად ზარალს ითვლიან.

აჭარაში დღეს გამოიდარა. ძლიერი ნალექის გამო, აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა.

banner
წინა სტატიაში„ყაზტრანსგაზ-თბილისი” “თელასის” ბრალდებას პასუხობს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ოცნების მთავრობა ოცნების პროგრამის წინააღმდეგ