ქავთარაძის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ეროვნებით ჩეჩენი მამაკაცი მოკლეს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).

მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალებზე, მათ შორის – გარდაცვლილის ეროვნების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს სნაიპერმა, Dream Town-ის საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე ესროლა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ამერიკელი დიპლომატების შვილები კრემლში საახალწლო ნაძვის ხეზე დაპატიჟა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის მთავრობა კერის ისრაელში წარმოთქმული სიტყვის გამო აკრიტიკებს