“ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის საგანგებო განცხადება

ocneba

kakha mikaia“2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” წევრი კახა მიქაია მონაწილეობდა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გახდა საკრებულოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან “ქართული ოცნება”. საკრებულოს წევრად არჩევისთანავე მან უარი თქვა თანამშრომლობაზე, ფრაქციის წევრობაზე და დატოვა უმრავლესობის რიგები.

რადიკალურად განსხვავებული და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით მიუღებელი განცხადებების გამო, მან ამოწურა პარტია “ქართულ ოცნებასთან” კონსტრუქციული ურთიერთობის ყოველგვარი რესურსი და პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციამ შეწყვიტა თანამშრომლობა მასთან.

აქვე ვაზუსტებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” წევრი კახა მიქაია არც არასოდეს ყოფილა და არც ამჟამად არ გახლავთ პარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” წევრი. შესაბამისად მისი განცხადებები არ შეიძლება აღქმულ იქნეს,როგორც პარტია “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” წევრის პოზიცია”,- ნათქვამია რამდენიმე წუთის წინ პარტიის ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითვითონ პრემიერია უუნარო და გადაწყვეტილების მიღების სურვილიც კი არ აქვს
შემდეგი სტატიაკახა კაალძე: უამრავი პრობლემაა ქვეყანაში