ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარება დაარიგეს

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ფარვანის პროვინციაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონის სამხედროებმა ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს.

ქართველმა სამხედროებმა ჰუმანიტარული ტვირთი სოფელ აჰმადხანში ჩაიტანეს.

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვადასხვა სახეობის ნივთები ადგილობრივი მცირეწლოვნების გარდა უფროსებისთვისაც იყო განკუთვნილი.

V ბრიგადის ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.

“მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში წარმოებული ჰუმანიტარული აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაა.

banner
წინა სტატიაში,,პროლურატურამ მოწმეები დააშინა და დაჭერით დაგვემუქრა”- რას აცხადებდა ლანა პაპიძე განაჩენის გამოცხადების შემდეგ (ვიდეო)
შემდეგი სტატიაეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეთა პატივსაცემად ოპერის თეატრში კონცერტი გაიმართა