ქართველი ჟურნალისტის პოლონური წიგნი

http://www.timer.ge/zugdidshi-indoelebi-daudgeneli-inpeqciith-saavadmkhoposhi-gadaikhvanes/

ეკკკკპოლონეთში “თაიმერის” ჟურნალისტის, ეკატერინე ლემონჯავას წიგნი “N56, ანუ remember, my name is Ekaterina” (დაიმახსოვრე, ჩემი სახელია ეკატერინე) გამოვიდა. წიგნის პრეზენტაცია შაბათს, 25 ივნისს ვარშავაში გაიმართა. მისი გამოცემა სპეციალურად დაიგეგმა 20 ივნისისთვის, როცა მსოფლიოში ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს ზეიმობენ. წიგნიც მიგრაციაზეა და აღწერილია ნორვეგიის, შვედეთის და პოლონეთის მიგრაციის პოლიტიკა და მიგრანტების რეალური ისტორიები. ავტორი ამბობს, რომ მიგრანტების მაგალითზე კარგად ჩანს, ერთის მხრივ, სახელმწიფოს და მისი მოქალაქის, და მეორეს მხრივ, ევროპის ადამიანის კონვენციის მიერ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების რეალური მნიშვნელობა ევროპის ქვეყნებში.
წიგნში მოვლენები რამდენიმე ქვეყანაში ვითარდება. ერთ-ერი მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა პოლოენთში 2012 წელს მომხდარ თავშესაფრის მაძიებელთა უპრეცენდენტო საპროტესტოა აქციას, რომელმაც საზოგადოებრივთან ერთად, სამთავრობო სექტორიც ერთნაირად აიძულა, დაენახათ ე.წ. “თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკები”, სადაც მიგრანტებს ათავსებენ. ამ საპროტესტო აქციის შემდეგ პოლონეთში დიდი სამუშაოები შესრულდა საიმისოდ, რომ მიგრაციის კუთხით კანონი შეცვლილიყო და შეიცვალა კიდეც. წიგნის ავტორი, როგორც ამ აქციის ორგანიზატორი, დეტალურად აღწერს მიგრანტების განთავსების ბანაკებში არსებულ კონდიციასა და საპროტესტო აქციის დეტალებს. ამიტომაც, როგორც ეკატერინე ლემონჯავა ამბობს, მისი და ასევე პოლონელი ანარქისტების სურვილი იყო წიგნი თავდაპირველად პოლონურ ენაზე გამოსულიყო. წიგნი დაიწერა და გადაითარგმნა ქართულიდან. მის გამოცემაზე ანარქისტებთან ერთად იმუშავეს როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, ასევე, ცალკეულმა ადამიანებმა.

eka
“გაიწელა წიგნზე მუშაობა. ჩვენ ფაქტობრივად, თითო ზლოტებად მოვაგროვეთ თანხა იმ აუცილებელი სამუშაოებისათვის, სადაც ჩვენი ვოლონტარიზმი ვერ გვშველიდა. ძალიან ბევრი იმუშავეს ანარქისტებმა. წიგნს ორი დანართი აქვს, ერთი ეხება უშუალოდ ამ საპროტესტო აქციას და მის მხარდამჭერ საზოგადოებრივ ჯგუფებს და მეორე ეხება საქართველოს სისტემურ დახასიათებას “ნაციონალური მოძრაობის” მართვის პერიოდში – ორივე ნაშრომი პოლონელებმა გააკეთეს ისე, რომ ჩემთვის, მაგალითად საქართველოს თემაზე მუშაობისას, კონსულტაციაც კი არ გაუვლიათ. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია,მათ შორის არის ომბუდსმენის მოხსენებები, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები იმ პერიოდის საქართველოს სამართლებრივ მხარეზე, დამოუკიდებლად მოიპოვეს. გაკეთებულია ძალიან ღრმა ანალიზი, რომელიც, ვფიქრობ, ასევე საინტერესო იქნება ქართველი მკითხველისთვის. პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა. უკვე დაგეგმილია შეხვედრები რამდენიმე ქალაქში, ასევე გერმანიის ქალაქებში, საშემოდგომოდ. ვნახოთ რა იქნება” – ამბობს ეკატერინე ლემონჯავა, რომელიც მიგრანტების უფლებების დამცველი აქტივისტია. ის 2013 წელს პოლოენთის მიგრაციის პოლიტიკაზე და მის პრობლემებზე სასაუბროდ, ვენაში, გაეროში, სპეციალურ ფორუმზე მომხსენებლის სტატუსით მოიწვიეს. იმავე წელს ის ჯერ ვენაში და შემდეგ ბრიუსელში ავსტრიელმა კინოდუკუმენტალსტებმა გადაიღეს – “ფილმი ჯერ არ მინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ ვენაში ხმაურიანი დასწრებადობა ჰქონდა ” – ამბობს ეკატერინე ლემონჯავა.
უკვე დაწყებულია წიგნის გერმანულ ენაზე გადათარგმისათვის საჭირო სამუშაოები, რომელიც, სავარაუდოდ, დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება. “ამასობაში, სხვა პროექტზე ვიწყებ მუშაობას. ეს იქნება დოკუმენტური ფილმი. მაგრამ ამ ყველაფერზე მე თვითონ დავწერ ბლოგში” – ამბობს ეკატერინე ჩვენი მოკლე ინტერვიუს დასასრულს.

banner
წინა სტატიაში“სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმება თავდაცვის მინისტრის მხრიდან წინასაარჩევნო სვლას უფრო ჰგავს”
შემდეგი სტატია“ეს ქალბატონი მთავრობაში შაჰიდის ქამრის როლს ასრულებს”- თამაზ მეჭიაური თინა ხიდაშელზე