ექსკლუზივი-ქართველი მწერლის იტალიური ტური

ქართველი მწერლის იტალიური ტური2ქართველი მწერლი, „საბას“ პრემიის მფლობელი თეონა დოლენჯაშვილი რომანით “მემფისი” (2009 წლის “საბა” საუკეთესო რომანის ნომინაციაში), რომელიც იტალიურად ითარგმნა და გამოიცა (მთარგმნელი მანანა ტოფაძე გოიმანი. გამომცემლობა “ილ საჯიო”) იტალიაში ქართველ და იტალიელ მკითხველს წარუდგენს წიგნს. პრეზენტაციები გაიმართება იტალიის რამდენიმე ქალაქში. მილანში – 31 იანვარს, პავიაში – 1 თებერვალს, რომში – 3 თებერვალს.
მილანში ღონისძიების ორგანიზატორია საზოგადოება “სამშობლო გულით სატარებლი”, რომელსაც ქართველი ჟურნალისტი და მთარგმნელი ნუნუ გელაძე ხელმძღვანელობს.
პრეზენტაციას დაესწრებიან ოფიციალური პირები, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კახა სიხარულიძე და კონსული ვატო ანდღულაძე; იტალიური კულტურისა და განათლების ცნობილი მოღვაწეები, ასევე, ჩვენი თანამემამულეები რომიდან, ფლორენციიდან, მანტოვადან, რეჯო ემილიადან.
შეხვეედრის ფარგლებში გაიმართება მილანის წმ. თამარ მეფის სახელობის სამრევლოს მგალობელთა გუნდის კონცერტი.

მისამართი: Via Montegani, 68 Milano M2, fermata Abbiategrasso. Tram n. 3, fermata Via Montegani/Via Neera

banner
წინა სტატიაშიპენტაგონმა ევროპაში რუსული აგრესიის შეჩერება დაასახელა თავის პირველ ამოცანად
შემდეგი სტატიატრამპმა Fox News-ის დებატებზე ჟურნალისტის გამო უარი თქვა