ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ლიდერ “მონპელიეში” გადავიდა

16 წლის ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე საფრანგეთის ერთ-ერთი ტიტულოვან კლუბში “მონპელიეში” გააგრძელებს კარიერას.

ცხოვრებაძე ცაციაა და მარჯვენა შუამარბის პოზიციაზე თამაშობს. კარიერა თბილისის “პეგასში” დაიწყო. 2017 წლის აგვისტოში თბილისის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე იყო. ამავე წელს, დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში.

ქართველის გადაბირება ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს მაკედონიის “ვარდარსაც” სურდა, მაგრამ ცხოვრებაძემ “მონპელიე” არჩია. გიორგიმ 6 ნოემბერს უკვე ივარჯიშა კლუბთან ერთად. თავდაპირველად, ის საფრანგეთის 18-წლამდელთა ჩემპიონატში ითამაშებს.

“მონპელიე” საფრანგეთის 14-გზის ჩემპიონია, 2003 წელს ევროპის ჩემპიონთა ლიგა მოიგო. წელს, ლიგის გათამაშებაზე მას ექვსიდან ექვსი მოგება აქვს. გუნდის შემადგენლობაში მსოფლიოს ხუთი მოქმედი ჩემპიონი თამაშობს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ბუცხრიკიძე ლარის კურსზე – ძირითადი მახასიათებლები საკმაოდ ოპტიმისტური განწყობის საშუალებას იძლევა
შემდეგი სტატიაავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების – სააკაშვილი გიორგი ონიანის დაკავებაზე