“ქართველი ხალხის სახელით თანავუგრძნობ მეგობარ თურქ ხალხს”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტამბულში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“შეძრწუნებული ვარ თურქეთში, ქალაქ სტამბულში, მომხდარი მორიგი ტერორისტული აქტით, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. ქართველი ხალხის სახელით თანავუგრძნობ მეგობარ თურქ ხალხს და ვადასტურებ თურქეთის ხელისუფლებისადმი მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში”,- აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლში, აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა 20 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილმა ფარულ-კადრებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატია(video) ეკა ბესელია:მერობაზე მეოცნებე ბიჭუნა, რომელსაც ქალები სძულს და პატიმრებიც სძულს