ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, თუმცა ხელისუფლება კვლავ არღვევს ევროპულ სტანდარტებს

ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას, თუმცა ხელისუფლება კვლავ არღვევს ევროპულ სტანდარტებს. მას კვლავ ჰყავს პოლიტპატიმრები, როგორიცაა ყოფილი პრმეიერ-მინისტრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და თბილისის ყოფილი მერი, – ამის შესახებ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს “ევროპის სახალხო პარტიის” წევრმა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ახდენს ზეწოლას დამოუკდიებელ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სა და საკონსტიტუციო სასამართლოზე.

“სავიზო რეჟიმის გაუქმებამდე, რაც ოქტომბრის არჩევნებამდე არ უნდა მოხდეს, საქართველომ უნდა გააუმჯობესოს სტანდარტები და მხოლოდ ამის შემდეგ საქართველო დაიმსახურებს უვიზო მიმოსვლას. უნდა გნთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ისევე როგორც ჩვენ მოვითხოვეთ უკრაინაში იულია ტიმოშენკოს გათავისუფლება, იგივე უნდა მოხდეს მერაბიშვილთან, უგულავასთან და სხვებთან დაკავშირებით. “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ სასამართლო დევნა უნდა შეწყდეს, ასევე შეწყდეს სხვადასხვა ფორმის ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე. ეს არის “ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის პოზიცია. ჩვენ რეოზლუციის წინააღმდეგ მივეცით ხმა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტზე ჩვენ მოვამზადეთ ტექსტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ უნდა დააკამყოფილოს დემოკრატიული სტანდარტები პოლიტპატიმრების, მედიის თავისუფლების და სასამართლო სისტემის მხრივ, თუმცა ეს შესწორება არ დამტკიცდა, რადგან “ქართული ოცნების” ყველა წევრმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. ჩვენ კი მთელ რეზოლუციას არ დავუჭირეთ მხარი. ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა ზაფხულამდე არ გაიმართება, რადგან სიტუაცია ამისთვის მზად არ არის. მე გამიკვირდება, თუ საქართველოს სავიზო რეჟიმი არჩევნებამდე გაუუქმდება, მითუმეტეს ეს ზაფხულამდე არ მოხდება”,-აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი ზრუნავს ზებრებზე, პინგვინებზე, ყველაფერზე, ხალხის გარდა” – ირმა ნადირაშვილი
შემდეგი სტატიარაც უნდა მოინდომონ სარიუშ-ვოლსკიმ და მისნაირად ანგაჟირებულმა ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ