ქართველი “კანონიერი ქურდი” ირაკლი ხუტუ უკრაინიდან გააძევეს

ქართველი “კანონიერი ქურდი” ირაკლი ხუტუ, რომელიც ოდესაში დააკავეს, უკრაინიდან გააძევეს -ამის შესახებ ინფორმაციას  უკრაინული მედია ავრცელებს.
სოხუმის ქურდული კლანის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ხუტუ ყველაზე გავლენიანი “კანონიერი ქურდების” 40-ეულში შედის, რომლებიც დღემდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. სპეციალური სამსახურების ინფორმაციით, “კანონიერი ქურდი” ოდესის კრიმინალური წრეების გასაკონტროლებლად ჩავიდა. ის უკრაინელმა სამართალდამცველებმა ყალბი პასპორტით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმი შეშფოთებულია საერთაშორისო კოალიციის ქმედებით სირიაში
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერევანში რაიოსადგურის შენობა დაიკავეს