video-ქართველი “კანონიერი ქურდების” საქმეები

laორი დღის წინ საბერძნეთში ქურდული სამყაროს წარმომადგენლის, ნოდარ შუკაკიძის ინიციატივით “ქურდული შეკრება” გაიმართა, სადაც ლაშა ბარათელის (“ჭიას”) მიმართ პრეტენზიებზე იყო საუბარი – რუსული საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ ქრაიმი” წერს. ვაჟა ბიგანიშვილის მეთაურობით 25-მდე “კანონიერი ქურდი” შეიკრიბა, რომლებმაც იმის მიუხედავად, რომ თვითონ “ჭია” არ იმყოფებოდა შეკრებაზე, მას “ქურდობა” ჩამოართვეს.

“პრაიმ ქრაიმი” კიდევ ერთ ქართველ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელზე, ზუგდიდელ რუსლან გეგეჭკორზე წერს, რომელიც 0,7 გრამი მეტადონის გამო დააკავეს. გამოცემის თანახმად, 28 წლის რუსლან გეგეჭკორი, 58 წლის ასევე “კანონიერი ქურდის” როლანდ გეეგჭკორის შვილი და ასევე “კანონიერი ქურდის” ნოე გეგეჭკორის შვილიშვილია. “იუთუბზე” გეგეჭკორის ვიდეო ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმრინავის გამტაცებელმა მოტივებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაბელგიის ვაგზალ შარლერუა-სამხრეთის მგზავრების ევაკუაცია მოხდა