ქართველი ექიმები სტამბულში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

1eqqimebiსტამბულში, ACIBADEM-ის მრავალფუნქციური ჯამრთელობის ცენტრიში, სამდღიან კონფერენციაზე IVF ხელოვნური განაყოფიერების, გინეკოლოგიური და უშვილობის საკითხები განიხილეს. კონფერენციაზე, როგორც „თაიმერის“ კორესპონდენტი იუწყება, უახლესი ლაბორატორიების დათვალიერება და თანამედროვე აპარატურით ჩატარებული გინეკოლოგიური ოპერაციების (ლაპორასკოპია) განხილვა მოხდა.
კონფერენციას ექიმები თბილისიდან, ქუთაისიდან , მარნეულსა და კახეთიდან ესწრებიან და ხელივნური განაყიფიერების ყველა თანამედროვე და ინოვაციურ მეთოდს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი კლინიკის ექიმებთან ერთად ეცნობიან.
სხვათა შორის, ,,აჯიბადემი“ თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მრავალფუნქციური ჯანმრთელობის ცენტრია, რომელიც მსოფლიოს სხვასასხვა ქვეყნიდან 1500-მდე ექიმებს ყოველწლიურად იწვევს.
როგორც საქართველოში ,,აჯიბადემის“ წარმონადგენელი გიორგი სასირელი აცხადებს, ქართველ ექიმებს მომავალშიც ექნებათ შესაძლებლობა, მსგავს კინფერენციებში მიიღონ მონაწილეობა და მსოფლიოში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს გაეცნონ.

eqimebiii
,,აჯიბადემის“ ინ-ვიტრო ხელოვნური განაყოფიერების ცენტრის ხელმძღვანელი ბიულენტ ტრიაში კი ახლო მომავალში საქართველოს ეწვევა და ანალოგიური კონფერენციის ჩაატარებს.კლინიკის ექსპერტი ხელოვნური განაყოფიერების საკითხებში მურატ კაია ხშირად სტუმრობს საქართველოს და თანამშრომლობს ქართველ ექიმებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ თემაზე თურქული მხარე სრულ ინფორმაციას ფლობს.

banner
წინა სტატიაშიფხენიანმა ახალი რაკეტების ძრავის წარმატებულ გამოცდაზე გააკეთა განცხადება
შემდეგი სტატიაკემერონი ოფშორულ სკანდალზე: მე არასწორი რეაქცია მქონდა