ქართველი დიზაინერები მოსკოვში

ქართველი დიზაინერების ნინო და გვანცა მაჭარაშვილების დუეტმა მოსკოვის მოდის კვირეულზე “Mercedes Benz Fashion Week Russia” საკუთარი კოლექცია “გაზაფხული-ზაფხული 2018” წარმოადგინა და ფურორი გამოიწვია. ჩვენება გაიმართა მოსკოვის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში.
დიზაინერებმა პოდიუმზე გამოიყვანეს ნახევრად შიშველი მოდელები, რომლებსაც შავი, თეთრი და წითელი ფერის გამჭვირვალე კაბები ეცვათ და მკერდი მოუჩანდათ. კაბების გარდა კოლექციაში წარმოდგენილი იყო პალტო, ჟაკეტები, შარვლები და ლაქირებული ტყავის კოსტიუმები.
ბრენდი “Mach & Mach” დაარსეს დებმა გვანცა და ნინო მაჭარაშვილებმა 2012 წელს. მათი ერთ-ერთი კლიენტია ცნობილი ამერიკელი მომღერალი კეტი პერი.

banner
წინა სტატიაშიდევიდ კრემერი: ამერიკამ უნდა გადასცეს უკრაინას ლეტალური იარაღი
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა “აკრძალული” რუსული კომპანიების სია