ქართველებისთვის ჩამორთმეულ მანდარინს ჩრდილოეთ ოსეთში გაყიდიან…

რუსული მედიის ცნობით, საქართველოს რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველებისთვის ჩამორთმეულ 16 ტონა მანდარინს, ჩრდილოეთ ოსეთში საბითუმო ფასებში გაყიდიან…

ჩრდილოეთ ოსური სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის ,,ალანიას,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟეთა მიერ ქართველი ექსპორტიორებისათვის ჩამორთმეულ ქართულ მანდარინს, იმპორტისათვის საჭირო ფიტოსანიტარული კონტროლის აქტები არ გააჩნდათ, ამიტომ მას, როგორც მალფუჭებად პროდუქტს, ჯერ ექსპერტიზას ჩაუუტარებენ, ხოლო შემდეგ ,,როსიმუშესტვოს,, სახელით ჩრდილოეთ ოსეთში, საბითუმო ფასებში გაყიდიან.

როგორც წყარო იტყობინება, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც ჩრდილოეთ ოსეთში ჩამორთმეული ქართული ხილი გაიყიდება… გასულ თვეებში, კიდევ 7 ტონა, ქართველებისთვის სხვადასხვა მიზეზით ჩამორთმეული ხილი გაიყიდა რუსეთის ფედერაციის ამ რეგიონში, აცხადებს რუსული მედია.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშისტამბულში აშშ-ს საკონსულომ სავარაუდო საფრთხის გამო მუშაობა შეწყვიტა…
შემდეგი სტატიარუსული ავიადარტყმები და სირიელი ბავშვები… (VIDEO +18)