„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს„ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, მთაწმინდის რაიონში სალომე ზურაბიშვილს მაჟორიტარობის კანდიდატი არ დაუპირისპიროს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გია ვოლკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ყოფნა პარლამენტში კარგი იქნება ქვეყნისთვის და ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ პარტიამ ზურაბიშვილს მთაწმინდაზე თავისი კანდიდატი არ დაუპირისპიროს.

„პრემიერ-მინისტრს აქვს მოსაზრება, რომ სალომე ზურაბიშვილი თავისი ინტელექტუალური მონაცემებით, განვლილი საქმიანობის ფართო სპექტრით კარგი იქნება, იყოს პარლამენტში. ამიტომ, გაჩნდა მოსაზრება, რომ კანდიდატი “ქართულმა ოცნებამ” არ დააყენოს მთაწმინდაზე, რასაც პრინციპში მეც ვეთანხმები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნება წარდგენილი „ქართული ოცნებიდან“.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია სოფელ ახალაბასთუმანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია ზუგდიდის „სოფტექნიკ“-ის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა