ქართულმა ოცნებამ ოლქების დაყოფა 2014 წლის თვითმართველობის შედეგების მიხედვით განახორციელა და მათ მიერ წაგებული ოლქები მოგებულ ოლქებს მიუერთა

11gogorishviliნაციონალური მოძრაობის წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, საარჩევნო სისტემაში ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ცვლილებებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან კავშირს ვერ ხედავს.

გოგორიშვილის მტკიცებით, ეს ცვლილებები კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ემსახურება.ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა კურიერთან საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ ოლქების დაყოფა 2014 წლის თვითმართველობის შედეგების მიხედვით განახორციელა და მათ მიერ წაგებული ოლქები მოგებულ ოლქებს მიუერთა.

„მაგალითად, ყვარლის რაიონის ორი თემი, მთის ძირი და ბალღოჯიანი, რომელიც მიუერთეს ლაგოდეხს, ეს ორი თემი მოიგო ნაციონალურმა მოძრაობამ და ეს ყველაფერი მოხდა იმის მიხედვით, სად რა აწყობთ. სულ ტყუილად უყურებენ 2014 წლის თვითმართველობის შედეგებს, რადგან ვითარება შეცვლილია. როგორც არ უნდა ჭრან, როგორც არ უნდა კერონ, გამორიცხულია, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები მოიგოს,“ – აცხადებს ხათუნა გოგორიშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, მმართველი გუნდის მიერ მიღებული კანონი ანტიკონსტიტუციური იქნება და ის გასაჩივრდება საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის შემდეგ შეიძლება დადგეს თავად არჩევნების ანტიკოსნტიტუციურობის საკითხიც კი.

banner
წინა სტატიაშიმამაჩემს შესთავაზეს 20 000 დოლარი
შემდეგი სტატიათურქეთის როლი ახლო აღმოსავლეთში და ქურთების პოზიციები…