“ქართულმა ოცნებამ” აჭარიდან პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა აჭარაში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა. კანდიდატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
ბათუმის 68-ე ოლქში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი პარლმენტის დეპუტატი ფატი ხალვაში იქნება.

ბათუმის 69-ე ოლქში “ქართული ოცნება” პბათუმის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმ ლევან (ნუკრი) ბეჟანიძეზე დებს ფსონს.

ბათუმის 70-ე ოლქში პრემიერმა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდოდატად მუხრან ვახტანგაძე დაასახელა. ეს უკანასკნელი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენის უფროსია.

ქობულეთში მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე იქნება.

ხელვაჩაურში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ნაკაშიძე დასახელდა.

რაც შეეხება ხულოს, შუახევსა და ქედას აქ „ქართულ ოცნებიდან“ გამარჯვებისთვის დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე იბრძოლებს.

banner
წინა სტატიაშიფონდმა „ქართუმ” ორ ჰექტარზე განთავსებული მინიატურების პარკი სახელმწიფოს საჩუქრად ოფიციალურად გადასცა
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა ცნობილია