ქართულმა მხარემ ჟენევაში აფხაზებს საარქივო დოკუმენტების ციფრული ვერსია გადასცა

jenevaკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების 35-ე საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში, რომელიც ჟენევაში გაიმართა, ქართულმა მხარემ აფხაზ დელეგატებს საარქივო დოკუმენტების ციფრული ვერსია გადასცა -ინფორმაცის აფხაზური მედია ავრცელებს.
გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ დე-ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი შამილ აძინბა, საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაცესლავ ჩიკირბა და სხვები.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩიკირბამ აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში უკვე დიდი ხანია მიდის საარქივო მასალებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. მისივე თქმით, ქართული მხარისგან მათ პირველად დოკუმენტები 2013 წელს მიიღეს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალების” პარტიული სია-პირველი ათეული
შემდეგი სტატიაჩერვონენკო: სააკაშვილი ჩემთვის მკვდარია