ქართულმა მხარემ ცხინვალის ემბარგო შეასუსტა

ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, ემბარგო რომელიც ცხინვალსა და ახალგორში შესატან პროდუქტებზე ქართულმა მხარემ დააწესა, ამ დროისათვის შესუსტებულია-ამის შესახებ ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა,, ავრცელებს.

გამოცემა სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 30 მარტიდან, ქართულმა მხარემ ის მიკროავტობუსები, რომელთაც ხილ-ბოსტნეული ახალგორის რაიონში შეჰქონდათ, უპრობლემოდ გაატარა, ხოლო ცხინვალში მიმავალ პროდუქტებზე ემბარგო ისევ ვრცელდება.

გამოცემის კითხვაზე, თუ როგორ ანსხვავებენ ქართველი სამართალდამცავები ცხინვალსა და ახალგორში მიმავალ ტვირთს, მეარაყიშვილი პასუხობს, რომ მათ სახეზე სცნობენ.

,,ცხინვალში და ახალგორში მიმავალ მიკროავტობუსების მძღოლებს სახეზე ცნობენ. გარდა ამისა როგორც ქართულ მხარეს, ასევე რუს მესაზღვრეებს ინფორმატორები მრავლად ჰყავთ. ისინი ეუბნებიან ვის სად მიაქვს პროდუქტი, ვის რომელ რაიონში აქვს მაღაზია და ასე შემდეგ,,– აცხადებს მეარაყიშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ პრემიერ კვირიკაშვილის ახალი ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომელიც სასაზღვრო რაიონებში ვაჭრობას გააქტიურებასაც შეიცავს, დიდი ალბათობით, ცოტა ხანში ცხინვალსაც მოეხსნება შეზღუდვა და ,,ინფორმატორები საზღვრის ორივე მხარეს, უპუროდ არ დარჩებიან” -დასძენეს  სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

banner
წინა სტატიაშინევადაში გამანადგურებელი F-16 ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტ გამსახურდიას ორი უერთგულესი მცველის შესაძლო კვალი-რა მოხდა სოფელ ნაკიფუში