ქართული წარმოების მილებს ამერიკის ბაზარზე გაყიდიან

ქართული წარმოების მილები ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გავა. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მილების საცდელ პარტიას ამერიკაში უახლოეს პერიოდში გააგზავნის. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

კომპანიამ უკვე დაიწყო მილების ექსპორტი ევროკავშირში. კერძოდ, გასულ ზაფხულს ქართული წარმოების უნაკერო მილები პირველად გავიდა ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის და პოლონეთის ბაზრებზე.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა წლის განმავლობაში ევროკავშირში 20 000 ტონა პროდუქციის გატანას გეგმავს, ამჯერად ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობა დაახლოებით 6000 ტონაა.

banner
წინა სტატიაშიNGO-ები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შეფასებით დოკუმენტს გადაუგზავნიან
შემდეგი სტატიაუაქციზო სიგარეტის გატანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს