ქართული სასამართლო შშმ პირთა ჩაგვრის მექანიზმად იქცა

შემთხვევა, რომელიც წალენჯიხაში მოხდა, დიდი ალბათობით, ქვეყნის სასამრთლო ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო კონვენციების დარღვევას ნიშნავს.


რამდენიმე კვირის წინ წალენჯიხაში, მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში ადრეც შემჩნეულმა პოლიციელმა დათა ღვინჯილიამ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა ადამიანი ქურდობის ბრალდებით დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 24 წლის ახალგაზრდა გიორგი მიქავა, შეზღუდული შესაძლებლობების (ამ შემთხვევაში გონებრივი შესაძლებლობის) მქონე პირია. მას, სოციალურად დაუცველ ოჯახში, დიაბეტიანი მამა, დედა და ერთი და ჰყავს.
გიორგი მიქავა, წალენჯიხაში მერიის დამწვარი შენობიდან სახურავის დაზიანებული თუნუქის ნაჭრების ქურდობის ბრალდებით დააკავეს,თუმცა ,,თაიმერის,, ინფორმაციით, თუნუქის ნაჭრები, რომელის ფასიც რამდენიმე ლარი შეიძლება ყოფილიყო, გიორგი მიქავას არ მოუპარავს და ის, დამწვარი შენობის დასუფთავებაზე მომუშავე მუშებმა მას უბრალოდ აჩუქეს.
პოლიციის მიერ დაკავებული შშმ პირი გიორგი მიქავა საამართლოს წარუდგინეს, რომელმაც პატიმრობიდან კი გაანთავისუფლა, მაგრამ ,,როგორც საზოგადოებისათვის საშიშ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პირს, 3 წლით ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოკეტვა მიუსაჯა,,
როგორც წალენჯიხიდან გვაცნობეს, მოსახლეობა აღშფოთებულია ამ ფაქტით.ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი საზოგადოებისათვის საშიში არაა და ფსიქიატრიულში მისი გამომწყვდევა დიდი და დამაზიანებელი სტრესი იქნება მისთვის. ამიტომაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამ დროისთვის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელის შუამდგომლობას, რომ მზად არიან თავდებში დაუდგნენ გიორგის იმაში, რომ ის საზოგადოებისთვის საშიში არ არის.
,,თაიმერის,, სახელით გვსურს, რომ შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებო ორგანოებს, მათ შორის პოლიციას და სასამართლო ხელისუფლებას, რომ საქართველოს ხელი აქვს მოწერილი საერთაშორისო კონვენციებზე და ადამიანის უფლებათა (მათ შორის შშმ პირთა უფლებათა) დაცვის დეკლარაციებზე, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებამ შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას უნდა შეუწყონ ხელი. ხოლო მათი მოწყვეტა საზოგადოებიდან და დაუსაბუთებელი ბრალდებებით ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იძულებით დაკავება, უტოლდება ადამიანის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რაც ყველა საერთაშორისო კანონით დასჯადი ქმედებაა.

“თაიმერი”

 

„გიორგი მიქავა 47.85 ლარის გამო ხონის საგიჟეთში განათავსეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას ბლოგერი, ვლადიმერ ჩიქობავაც ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბაქო-სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებული საფრთხე და რისკები წინასწარ გაანალიზებულია
შემდეგი სტატიაცხინვალში მოქალაქე საკუთარი აგარაკიდან გაიტაცეს