,,ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ორი ადამიანი თამაშობს”

ქსპერტ, გია ხუხაშვილის შეფასებით, დღეს, ქართულ პოლიტიკაში, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის გარდა, ლიდერი არ არსებობს და სწორედ ეს ორი ადამიანი თამაშობს ქართული პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაადგილება, წასვლა-მოსვლა არანაირ გავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესზე. ამის მაგალითად ექსპერტმა ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის ეფექტი მოიყვანა და აღნიშნა რომ ამ ფაქტს არაფერი მოჰყოლია.

“დღეს, მხოლოდ ორი ლიდერია – მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. კურიოზია, რომ არც ერთი მათგანი არ არის ინტეგრირებული ფორმალურ პოლიტიკაში, თუმცა მათი ნიშნით მიმდინარეობს პროცესი”, – აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, “გიორგი ვაშაძეს ხუთი კაციც რომ გაჰყვეს, პარტიის რეიტინგი არ დაიკარგება, თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში”.

ხუხაშვილის შეფასებით, ვაშაძე როგორც ჩანს, ბზარის შეტანას ფიქრობდა პარტიაში, როდესაც თითქოს, სააკაშვილის დაცვას ცდილობდა დანარჩენი ლიდერებისგან, რომლებიც მისივე სიტყვებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის “ჩაჩოჩებას ცდილობდნენ.

თუმცა, ექსპერტის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ვაშაძეს არ აჰყვა, ხელი შეახოცა მას და დარჩა იმ ჯგუფთან, რომელთანაც ყოფნის საჭიროებას ხედავს.

“ვაშაძე არაფერს ნიშნავს, ისევე როგორც ღარიბაშვილი არ ნიშნავდა არაფერს, რადგან ფაქტორი იყო ივანიშვილი და არა ღარიბაშვილი”, – აცხადებს ხუხაშვილი “ტვპირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაში,,მაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რღვევა უფრო აქტიურ ფაზაში გადავა”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა პოლონეთს კონსტიტუციის დღე მიულოცა