“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ იმსჯელეს

mdinaradze_4“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შესახებ იმსჯელეს.

როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, სხდომაზე სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.

მისივე თქმით, კანდიდატების ვინაობას ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.

“ასევე ვიმსჯელეთ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზეც. მაჟორიტარების ვინაობას ვერ გეტყვით. სხვა თემებზე არ გვიმსჯელია”, – განაცხადა მდინარაძემ.

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა პარტიის ოფისში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ მიუნხენში მინიმუმ ექვსი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა
შემდეგი სტატიამიუნხენის პოლიციამ ექვსი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა