“ქართული ოცნების” ლიდერების საიდუმლო მიმოწერა, რომელიც მათ შორის არსებულ დაპირისპირებას ადასტურებს

მთავრობის მეთაურსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირებაა – ამის შესახებ ინფორმაციას, “რუსთავი2” ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, “კურიერს” ხელში ჩაუვარდა მიმოწერა კვირიკაშვილსა და კობახიძეს შორის, რომელიც პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ადასტურებს.
მიმოწერიდან ირკვევა, რომ მთავრობის მეთაური პარლამენტის თავმჯდომარის მხარდამჭერ რამდენიმე დეპუტატზეა გაბრაზებული.
შეგახსენებთ, რომ “ქართულ ოცნებაში” არსებული დაპირისპირების შესახებ პირველად გედევან ფოფხაძის განცხადების შემდეგ გახდა საჯაროდ ცნობილი, როდესაც მან საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მოგვიანებით გუნდში არსებულ პრობლემებზე სხვა დეპუტატებიც ღიად ალაპარაკდნენ.

banner
წინა სტატიაშისენაკში ახალშობილის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაქურდობა გორში – ქალაქის ცენტრში მეორადი საქონელის მაღაზია გაქურდეს