“ქართული ოცნების” კანდიდატი მის მიერ გაკეთებულ კომენტარს განმარტავს

კორცხელში “ქართული ოცნების” კანდიდატი ამირან ლაგვილავა მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

“ტელეკომპანია ოდიშისთის მიცემულ კომენტარში ჩემი ინტერვიუდან გაიპარა ტექნიკური შეცდომა, რაც გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ დღეს სამეგრელოში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო არჩევნები საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. კერძოდ, ერთ-ერთ ნაწილში ვამბობ, რომ სამეგრელოში განვითარებული მოვლენები, დაპირისპირება არის “ქართული ოცნების” ბრალი. ალბათ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ვგულისხმობდი “ნაციონალურ მოძრაობას”, რასაც იმავე ინტერვიუში ვასწორებ კიდეც, თუმცა მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან ჩემი კომენტარი გავრცელდება არასწორი ინტერპრეტაციით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს, სამეგრელოში მომხდარ ყველა დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ნაციონალურ მოძრაობას!” ყველა მედიასაშუალებას, განსაკუთრებით კი, “ნაცმოძრაობის” სატელიტ მედისაშაუალებებს მოვუწოდებ, ისარგებლებლონ ჩემი ამ კომენტარით. ტელეკომპანია “ოდიშს” კი მოვუწოდებ, ჩაასწორონ ჩემს მიერ მიცემული კომენტარი”.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე კორცხელში მომხდარი ინციდენტის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა ხიდს გმირულად დაღუპული ოფიცრის სახელი მიანიჭა