“ქართული ოცნების” ძალიან გავლენიან პოლიტიკოსებზეა საუბარი”-ელისაშვილი დაკითხვაზეა

news
: news დეკემბერი 9, 2015 12:10 განახლებულია

“ქართული ოცნების” ძალიან გავლენიან პოლიტიკოსებზეა საუბარი”-ელისაშვილი დაკითხვაზეა

მნიშვნელოვანი

  • პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.

სხვა სტატიები

პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.

როგორც საგამოძიებო უწყებაში შესვმლამდე ელისაშვილმა აღნიშნა, იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რის მიწოდებასაც პროკურატურისთვის გეგმავს, ყოფილი მთავარი პროკურორი ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ჩააყენა საქმის კურსში.

“ვაპირებ გამეორებას, იმიტომ, რომ წელიწადნახევრის წინ ვუთხარი ამათ. სახელები, გვარები, იმ ადამიანების, ვინც ფულს იღებდა, ვინც ფულს იხდიდნენ. ყური არ შეიბერტყა ბატონმა ბადაშვილმა. არ გაინტერესებთ, მოძებნოთ გიორგი ბადაშვილი, რომელიც უზარმაზარ ხელფასებსა და პრემიებს იღებდა ზუსტად იმაში, რაც გააკეთა. მას უნდა გამოეძიებინა. რატომ გაატარა ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ერთი ყურიდან მეორეში?! “ქართული ოცნების” ძალიან გავლენიან პოლიტიკსოებზეა საუბარი. დანარჩენს ვეტყვი გამოძიებას. ყველაფერს ვეტყვი – საიდან მივიღე ინფორმაცია. დღეს დილითაც ერთმა ადამიანმა დამიდასტურა, რომ ისიც მზად არის ჩვენება მისცეს”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბადაშვილის გარდა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც იყვნენ ინფორმირებულები.

“დავით უსუფაშვილს ვესაუბრე პირადად. თინა ხიდაშელსაც ვესაუბრე. პრეზიდენტს ვესაუბრე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს. ადამიანს ვესაუბრე, რომელიც კურირებდა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობას პრეზიდენტის ადმინსიტრაციაში. გიორგი ბადაშვილს ვესაუბრე, მის მოადგილეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ზვიად ქორიძეზე ზეწოლა იყო, არაჯანსაღი ინტერესი. მისი თქმით, ეს ამყარებს იმის ეჭვს, რომ ნამდივლია ის ინფორმაცია, რომ “ზოგზოგიერთებს ე.წ. “ბე” ჰქონდათ უნამუსობაში აღებული და ვინც ფული გადაუხადა, პასუხს თხოვდნენ”.

შეგახსენებთ, ელისაშვილის გარდა პროკურატურაში შეწყალების კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძეც დაიბარეს. როგორც ქორიძემ განმარტა, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები გუშინ დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. ქორიძის თქმით, ის თბილისში არ იმყოფება და დედაქალაქში დაბრუნების შემდეგ, ის პროკურატურას თავად დაუკავშირდება.

news
: news დეკემბერი 9, 2015 12:10 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics