“ქართული ოცნების” დაპირებებიდან მოსახლეობამ მიიღო კვება 1ლარად და 18 თეთრად და წინასწარ შეძენილი კუბოები”

“ქართული ოცნების” დაპირებებიდან მოსახლეობამ მიიღო კვება 1ლარად და 18 თეთრად და წინასწარ შეძენილი კუბოები. ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
“საქართველო კატასტროფის წინაშეა, 21-ე საუკუნეში ადამიანები შიშილით იხოცებიან მილიარდერ ივანიშვილის ქვეყანაში.
ეს არის სოციალური გენოციდის მოწყობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ქვეყანაში გამეფებული სიღატაკიდან გამომდინარე გასამაგდდა უფასო სადილის ბენეფიციართა რაოდენობა, ბიუჯეტიდან კი მათ დასაფინანსებლად თანხები არ გამოიყოფა”. – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.
ლეიბორისტული პარტია მიმართავს ივანიშვილს, გაჭირვებული მოქალაქეების დასახმარებლად მაინც გამოყოს თანხები, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანების მასობრივი გარდაცვალება.

banner
წინა სტატიაშისუ-24-ის დაღუპული მფრინავს რუსეთში მიასვენებენ
შემდეგი სტატიათეთრ სახლში შეპარულს გადაწერილი კონსტიტუციის შეტანა უნდოდა